„საკრამენტო კინგსისთვის“ სეზონი რთული გამოდგა. ამჟამად ისინი დასავლეთ კონფერენციის ცხრილის ბოლოში არიან და პლეი-ოფში მოხვედრის არანაირი იმედი არ აქვთ. ეს იქნება ზედიზედ მესამე სეზონი, როცა „კინგსი“ პლეი-ოფს მიღმა დარჩება. ამას დაემატა ისიც, რომ მათი ერთ-ერთი ვარსკვლავი ცოტა ხნის წინ, Bleacher Report-ის ჟურნალისტის, გრეგ სვარცის მიერ, ამ სეზონში NBA-ის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე გადაფასებულ მოთამაშედ დასახელდა. საუბარია ზაკ ლავინზე, რომელიც „კინგსმა“ გასულ წელს, ტრეიდ დედლაინამდე, „ჩიკაგო ბულსისგან“ მიიღო. საკრამენტოსთვის სამწუხაროდ, ლავინის ყოფნა „კინგსისთვის“ გამარჯვებებში არ გადათარგმნილა, ისევე როგორც მისი კარიერის უმეტესი ნაწილის განმავლობაში. ლავინმა თავის 12-წლიან კარიერაში პლეი-ოფში მხოლოდ ერთხელ ითამაშა და არასოდეს მოუგია პოსტსეზონის სერია. გუნდის წარმატებაზე გავლენის ეს ნაკლებობა დიდ კონტრაქტებთან ერთად არის მიზეზი, რის გამოც ლავინი ლიგის ყველაზე გადაფასებულ მოთამაშეთა სიაში მოხვდა. „ორგზის All-Star-ს კარიერული „სვინგ რეიტინგი“ მინუს 3.2 აქვს, რაც ნეგატიურ მაჩვენებელს ნიშნავს მისი 12 NBA სეზონიდან 10-ში. თუმცა, ამან გუნდები არ შეაჩერა მის ანაზღაურებაში, რადგან ამ სეზონის ბოლოსთვის ლავინის სათამაშო შემოსავალი 300 მილიონ დოლარს გადააჭარბებს,“ – წერს სვარცი. „მისი ათლეტიზმი არ გადათარგმნილა კარგ, მდგრად დაცვაში, რამაც წაშალა ნებისმიერი უპირატესობა, რომელსაც ლავინი შესაძლოა თავის გუნდებს შეტევაში აძლევდა. „კინგსის“ გადაწყვეტილება, რომ ის დე’არონ ფოქსის სანაცვლოდ მთავარ აქტივად მიეღო, ბოლო რამდენიმე წლის ერთ-ერთ ყველაზე დამაბნეველ მენეჯერულ გადაწყვეტილებად რჩება.“ ლავინი „საკრამენტოსთვის“ ამ სეზონში გამარჯვებებზე დადებით გავლენას ვეღარ მოახდენს, რადგან ამ კვირაში მარჯვენა ხელის მყესის ტრავმის გამო ოპერაცია ჩაუტარდა და კამპანიის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. მიმდინარე სეზონში ლავინმა „კინგსის“ შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 19.2 ქულას, 2.8 მოხსნას და 2.3 პასს აგროვებდა თამაშში. ის სეზონში თითქმის 49 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ამ სტატისტიკისა და „საკრამენტოს“ ცუდი შედეგების გათვალისწინებით, ადვილი გასაგებია, რატომ შეიძლება ჩაითვალოს ის გადაფასებულად.