სპორტი
/
18.02.2026
NFL-ის მოთამაშეს რონი ჰიკმანს ნიუ-იორკის სასტუმროში თავს დაესხნენ
Cleveland Browns-ის მცველს რონი ჰიკმანს ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასტუმროში, ოთხი მამაკაცი დაესხა თავს. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ჰიკმანმა მცირე დაზიანებები მიიღო, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის უკვე სახლშია.
New York Post-ის ინფორმაციით, „კლივლენდ ბრაუნსის“ მცველს, რონი ჰიკმანს, ორშაბათს დილით ადრე, მანჰეტენის სასტუმროს ფოიეში ოთხი მამაკაცი დაესხა თავს.
გაზეთის ცნობით, 24 წლის ჰიკმანს სასტუმრო SIXTY LES-ის ფოიეში, ორშაბათს, დილის 4:30 საათზე მიუახლოვდა ჯგუფი, რომელმაც შესაძლოა ის NFL-ის მოთამაშედ ამოიცნო. კონფრონტაცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ჰიკმანმა მცირე დაზიანებები მიიღო. ის ბელვიუს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა სტაბილურად შეფასდა, რის შემდეგაც გაწერეს.
ეჭვმიტანილები პოლიციის მოსვლამდე გაიქცნენ და ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. „ბრაუნსმა“ The Post-ს დაუდასტურა, რომ ჰიკმანი „თავდასხმის მსხვერპლია“ და ის ამჟამად „სახლში ისვენებს ოჯახთან ერთად“.
ჰიკმანი „ბრაუნსს“ 2023 წელს შეუერთდა მას შემდეგ, რაც დრაფტზე არ აირჩიეს. 2025 წელს მან 103 თაქლი და 2 ინტერსეპტი შეასრულა.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება