კრიმინალი
/
18.02.2026
NFL-ის მოთამაშეს, რონი ჰიკმენს, ნიუ-იორკის სასტუმროში თავს დაესხნენ
„კლივლენდ ბრაუნსის“ სეიფს, რონი ჰიკმენს, ნიუ-იორკის ქვედა ისტ-საიდის სასტუმროში ოთხი მამაკაცი დაესხა თავს ორშაბათს დილით. მან მცირე დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც სამედიცინო დახმარება გაეწია და საავადმყოფოდან გაწერეს. თავდამსხმელები ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან.
NFL-ის მოთამაშეს, რონი ჰიკმენს, ორშაბათს დილით, ნიუ-იორკის ქვედა ისტ-საიდის სასტუმროში მამაკაცების ჯგუფი დაესხა თავს, იტყობინება სამართალდამცავი ორგანოს წყარო. 24 წლის ჰიკმენს, რომელიც ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ საუთ-ორენჯიდან არის და „კლივლენდ ბრაუნსის“ სეიფის პოზიციაზე თამაშობს, ოთხი მამაკაცი დაესხა დაახლოებით დილის 4:30 საათზე, SIXTY LES სასტუმროს ფოიეში, რომელიც ალენის ქუჩაზე, აღმოსავლეთ ჰიუსტონის ქუჩასთან ახლოს მდებარეობს. წყაროს ინფორმაციით, თავდასხმამდე მხარეებს შორის კამათი მოხდა, თუმცა უცნობია, რა გახდა დავის მიზეზი ან იცოდნენ თუ არა თავდამსხმელებმა, რომ ჰიკმენი NFL-ის მოთამაშე იყო. ჰიკმენი ბელვიუს საავადმყოფოში მცირე დაზიანებებით გადაიყვანეს, სადაც მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. „მოგვიანებით ის გაწერეს საავადმყოფოდან და ახლა სახლში, ოჯახთან ერთად ისვენებს“, — განაცხადა „ბრაუნსის“ წარმომადგენელმა. თავდამსხმელების აღწერა ჯერჯერობით არ არსებობს. ისინი გაიქცნენ ადგილიდან და დაკავებულები არ არიან. სამწლიანი გამოცდილების მქონე ჰიკმენი კოლეჯის ფეხბურთს ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში თამაშობდა. „კლივლენდ ბრაუნსთან“ კონტრაქტი მან თავისუფალი აგენტის სტატუსით 2023 წლის 12 მაისს გააფორმა. ESPN-ის ცნობით, მას კარიერაში 173 თექლი და სამი ინტერსეპტი აქვს.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება