სპორტი/კალათბურთი
/
25.02.2026
ნიკოლა იოკიჩი: „ვითამაშებ მანამ, სანამ მაღალ დონეზე გამოსვლას შევძლებ“
NBA-ის ვარსკვლავმა ნიკოლა იოკიჩმა თავის სამომავლო კარიერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ითამაშებს მანამ, სანამ მაღალ დონეზე გამოსვლას შეძლებს და ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, რითაც ლებრონ ჯეიმსის მსგავსი სუპერვარსკვლავების მაგალითს მოჰყვა.
სომბორელმა კალათბურთელმა (ნიკოლა იოკიჩმა) კარიერის კიდევ რამდენიმე წლით გაგრძელება ივარაუდა, პასუხობდა რა შეკითხვას ისეთ სუპერვარსკვლავებზე, როგორებიც არიან ლებრონ ჯეიმსი, რომლებიც 40 წლამდე ახანგრძლივებენ თავიანთ სათამაშო კარიერას. „მართალი გითხრათ, ვფიქრობ, კალათბურთს ვითამაშებ მანამ, სანამ მაღალ დონეზე თამაშს შევძლებ. იმიტომ, რომ ეს მსიამოვნებს, მიყვარს თამაში. ასე რომ, ვფიქრობ, ვითამაშებ მანამ, სანამ ვეღარ შევძლებ მაღალ დონეზე გამოსვლას და სანამ ჯანმრთელად ვიქნები“, – აღნიშნა მან. ინფორმაციას EuroHoops.net ავრცელებს.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება