ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში „ნიუკასლმა“ „ყარაბაღი“ 6:1 დაამარცხა. შეხვედრაში ბრწყინვალედ ითამაშა ენტონი გორდონმა, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა. ამ შედეგით მან ალან შირერს გადაასწრო და „კაჭკაჭების“ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. „ნიუკასლის“ შემადგენლობიდან თავი ასევე გამოიჩინეს მალიკ ტიაუმ და ჯეიკობ მერფიმ. საპასუხო შეხვედრა 24 თებერვალს გაიმართება.