ნუნო ესპირიტო სანტო ამბობს, რომ იმედოვნებს, „ვესტ ჰემის“ თავდამსხმელი პაბლო ტრავმის შემდეგ მალე დაბრუნდება. პორტუგალიელი თავდამსხმელი „ჩაქუჩელებს“ იანვარში „ჟილ ვისენტედან“ შეუერთდა, თუმცა კუნთის ტრავმა მიიღო. „ჩვენ უნდა ვიაროთ დღითიდღე და შევაფასოთ მისი მდგომარეობა“, – განაცხადა ესპირიტო სანტომ თავდამსხმელზე საუბრისას. „ის ყოველდღიურად უკეთესად ხდება, ასე რომ, იმედია, მალე შემოგვიერთდება“. „ვესტ ჰემი“ შაბათს, საკუთარ მოედანზე „ბორნმუთს“ დაუპირისპირდება. ისინი სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე არიან, თუმცა მე-17 ადგილზე მყოფ „ნოტინგემ ფორესტს“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან. „მე ამას ვუყურებ, როგორც მორიგ თამაშს, სადაც ჩვენ საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, შევასრულოთ ჩვენი საქმე და დავაიგნოროთ ის, რაც სხვა გუნდებში ხდება“, – განაცხადა ესპირიტო სანტომ. „ჩვენთვის ეს მასშტაბური თამაშია, მნიშვნელოვანი თამაში, თანაც საშინაო მატჩი. კიდევ ერთხელ ველოდები კარგ ატმოსფეროს ლონდონ სტადიონზე, გულშემატკივრები დაგვეხმარებიან, რომ ერთად გადავლახოთ ეს სიტუაცია. არსებობს ვალდებულება, სურვილი, გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან და ეს სურვილი ყოველდღიურია“.