„ბაიერ ლევერკუზენის“ თავდამსხმელი პატრიკ შიკი, რომელმაც სალიგო ეტაპზე პირეოსში განცდილი მარცხის შემდეგ, ამჯერად „ოლიმპიაკოსთან“ პლეი-ოფის ეტაპზე 2:0 გამარჯვება მოიპოვა, კმაყოფილი იყო შედეგით. „ზუსტად ისეთივე რთული იყო, როგორც წინა შეხვედრაზე. უკეთ ვითამაშეთ, თუმცა პირველ ტაიმში იგივე პრობლემა გვქონდა – მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ გოლის გატანა გვიჭირდა. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ, ორი გოლი გავიტანეთ და კარი მშრალად შევინახეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო,“ – განუცხადა ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა UEFA.com-ს მატჩის შემდეგ შერეულ ზონაში. 30 წლის ბომბარდირი, რომელიც UEFA-მ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, თავისი ორი გოლით მეტად კმაყოფილი იყო, რამაც პირველი მატჩის მოგება უზრუნველყო. „როგორც თავდამსხმელი, მოთმინება გმართებს. ზოგჯერ, მთელი მატჩი უნდა ელოდო ერთ შესაძლებლობას. მზადყოფნაში უნდა იყო – ეს თავდამსხმელის საქმეა. დღეს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. ბუნდესლიგის ზამთრის პაუზის შემდეგ რთული სტარტი გვქონდა, მაგრამ ბევრს ვუმატებთ. ვნახოთ, რამდენად შორს წავალთ [ჩემპიონთა ლიგაზე],“ – განაცხადა შიკმა.