„ნოტინგემ ფორესტის“ მენეჯერმა ვიტორ პერეირამ TNT Sports-თან საუბარში განაცხადა: „ყველაზე მეტად ფეხბურთელების ხარისხი მომეწონა. მათ ვთხოვე, მოედანზე გამოეხატათ საკუთარი თავი და ეს გააკეთეს. ჩვენ გვქონდა შანსი, კიდევ ორი გოლი გაგვეტანა. ეს ძალიან კარგი შედეგი იყო. ეს მხოლოდ ნახევარი ტაიმია, ჩვენ გვჭირდება თანმიმდევრულობა, გრაფიკი დატვირთული და რთულია. ყველა მზად უნდა იყოს გუნდის დასახმარებლად. სწორედ ამას ვთხოვ მათ. ეს ჩვენთვის თანმიმდევრული თამაში იყო. ჩვენ დავიმსახურეთ ეს შედეგი. ჩამოსვლამდე მივხვდი, რომ ფეხბურთელებს დიდი ხარისხი აქვთ. მათ სჭირდებათ შედეგები, მაგრამ მათ უნდა ისიამოვნონ თამაშით. თუ ისინი ისამოვნებენ თამაშის მანერით, მათ შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში. მათ მხოლოდ ორგანიზებულობა და თავდაჯერებულობა სჭირდებათ.“ კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ „ფორესტს“ პრემიერ ლიგაში შეინარჩუნებს, პერეირამ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ვარ. ჩვენ ვეცდებით, მატჩიდან მატჩამდე მოვიგოთ შემდეგი შეხვედრა. ეს ძალიან რთული იქნება. არ არის ადვილი აქ ჩამოსვლა, სამი გოლის გატანა და გოლის არ გაშვება. შემდეგი თამაში განსხვავებული იქნება და ჩვენ თანმიმდევრულობა გვჭირდება.“ **იცოდით?** ვიტორ პერეირა უძლეველი რჩება კლუბში პირველ შეხვედრაში. „ნოტინგემ ფორესტი“ მისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში გუნდის სათავეში მე-15 გამოსვლაა (11 მოგება, 4 ფრე). „ნოტინგემ ფორესტის“ მცველმა მურილიომ დაამატა: „ეს დიდი გამარჯვებაა. ჩვენ შესანიშნავი სამუშაო შევასრულეთ. ახალი მწვრთნელის პირველი თამაში ძალიან კარგი იყო. ყველამ კარგად იმუშავა, არა მხოლოდ მე. არა მხოლოდ დაცვის ხაზმა, ყველამ კარგი დაცვითი სამუშაო შეასრულა. ორტეგა – რა მოგერიება ჰქონდა პირველ ტაიმში. სათამაშო გეგმა კარგი იყო. ვიცი, მწვრთნელს მხოლოდ ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ ჩვენ იდეა მივიღეთ. ახლა გვაქვს დრო, რომ სწორად აღვადგინოთ ძალები და პრემიერ ლიგის მწვერვალზე დავბრუნდეთ. ჩვენ გვყავს კარგი გუნდი, ძალიან კარგი ფეხბურთელები, ამიტომ დიდი სამუშაო უნდა შევასრულოთ და გვჯეროდეს ახალი მწვრთნელის სათამაშო გეგმის.“ **იცოდით?** თავისი გოლით, მურილიო გახდა პირველი მცველი „ნოტინგემ ფორესტის“ რიგებიდან, რომელმაც ევროპულ ტურნირზე გასვლითი გოლი გაიტანა 1996 წლის მარტის შემდეგ, როდესაც სტივ ჩეტლმა მიუნხენის „ბაიერნს“ უეფას თასზე გაუტანა.