NBA
/
18.02.2026
ფილადელფია 76ერსი ყოფილ გამთამაშებელ კამ პეინს დაიბრუნებს
ფილადელფია 76ერსი „ოლ-სტარის“ შესვენებიდან დაბრუნებისთანავე შემადგენლობას ყოფილი გამთამაშებლის, კამ პეინის, დამატებით გააძლიერებს. გავრცელებული ინფორმაციით, პეინი გუნდს სეზონის ბოლომდე შეუერთდება, რათა ნიკ ნერსის გუნდში გამთამაშებლების ხაზი გააძლიეროს.
ფილადელფია 76ერსი ხუთშაბათს „ოლ-სტარის“ შესვენებიდან დაბრუნდება და ატლანტა ჰოუქსს დაუპირისპირდება. თუმცა, გუნდის შემადგენლობას ახალი გამთამაშებელი შეემატება, რომელიც მწვრთნელ ნიკ ნერსს დაეხმარება. ეს გამთამაშებელი კლუბისთვის ნაცნობი სახეა, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, 76ერსი კამ პეინს სეზონის ბოლომდე დაიბრუნებს. ფილადელფიამ პეინი მილუოკი ბაქსისგან 2024 წლის ტრანსფერების ბოლო დღეს შეიძინა. 76ერსში მან 31 მატჩი ჩაატარა, რა დროსაც საშუალოდ 9.3 ქულასა და 3.1 პასს აგროვებდა, ხოლო სამქულიანების სიზუსტე 38.2% იყო, სანამ თავისუფალი აგენტის სტატუსით ნიუ-იორკ ნიქსში გადავიდოდა. ჯარედ მაკკეინის ოკლაჰომა-სიტი თანდერში გაცვლის შემდეგ, 76ერსს ტაირის მეკსისა და ვი ჯეი ეჯკომბის უკან კიდევ ერთი გამთამაშებელი ესაჭიროებოდა. „ოლ-სტარის“ შესვენებამდე ბოლო ორ მატჩში ფილადელფიას სხვა ვარიანტების ძიება მოუწია, რადგან ქუენტინ გრაიმსი ავადმყოფობის გამო ვერ თამაშობდა, ამიტომ პეინის დაბრუნება გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. პეინი 76ერსის შემადგენლობაში 2024 წლის პლეი-ოფში საშუალოდ 5.6 ქულას აგროვებდა და სამქულიანებს 44.4% სიზუსტით ისროდა. ასევე, მან 2025 წელს ნიქსს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გასვლაშიც შეუწყო ხელი.
#nba
#კალათბურთი
#ტრანსფერი
#მილუოკი ბაქსი
#ნიუ-იორკ ნიქსი
#კამ პეინი
#ფილადელფია 76ერსი
#გამთამაშებელი
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება