ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო „ვასკოს“ ტოვებს. ge-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის წარმომადგენლებმა უკვე აცნობეს პრეზიდენტ პედრინიოს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტის სურვილი. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებული დარჩა. იმავე ცნობით, ფეხბურთელმა თავად უკვე ესაუბრა მწვრთნელ ფერნანდო დინიზს თავისი მოთხოვნის შესახებ. მწვრთნელი ცდილობდა მისი აზრის შეცვლას, თუმცა კოუტინიოს თქმით, გადაწყვეტილება „შეუქცევადია“. 33 წლის კოუტინიოს „ვასკოსთან“ კონტრაქტი ივნისამდე აქვს გაფორმებული. ბოლო დროს ის გულშემატკივრების სამიზნე გახდა და ზოგიერთმა მხარდამჭერმა „სან ჟანუარიოზე“ სტვენითაც კი გააცილა.