ცოტა ხნის წინ 45 წლის პოლმა სპორტულ კომენტატორ მაქს კელერმანთან ერთად პოდკასტი „Game Over“ დაიწყო. თუმცა, ეს არ ყოფილა მისი თავდაპირველი ხედვა, რადგან მას ღამის სპორტული შოუს გაკეთება სურდა. „თავდაპირველი გეგმა ლორნ მაიკლსთან პარტნიორობა იყო. ვაპირებდით ღამის შოუს გაკეთებას NBC-ზე, რაც უზარმაზარი პროექტი იყო. ლორნთან ერთად ვისადილე. მან მითხრა: „მისმინე, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ 90 მილიონ ოჯახში იქნები და ეს ძალიან ბევრი სამუშაოა და ასე შემდეგ“, - განაცხადა პოლმა გადაცემა „Unguarded“-ში. მაიკლსი, რა თქმა უნდა, შოუ-ბიზნესის ცნობილი ფიგურაა. ის არის „Saturday Night Live“-ის შემქმნელი და „The Tonight Show Starring Jimmy Fallon“-ისა და „Late Night with Seth Meyers“-ის პროდიუსერი.