პოტაკეტის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 16 თებერვალს, როდ-აილენდის ქალაქ პოტაკეტში, საშუალო სკოლის ჰოკეის მატჩზე მომხდარმა სასიკვდილო სროლამ, რომელიც ოჯახურ დავას მოჰყვა, ორი ადამიანი იმსხვერპლა და სულ მცირე სამი დაიჭრა. ინციდენტს მრავალ სპორტულ ორგანიზაციასთან ერთად, „New England Patriots“-იც გამოეხმაურა. „სუპერ ბოულის“ ექვსგზის გამარჯვებულმა ფრანჩაიზმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. „New England Patriots“-ის ორგანიზაცია გულგატეხილია დღეს როდ-აილენდის ქალაქ პოტაკეტში მომხდარი ტრაგიკული სროლის გამო, – ნათქვამია მათ განცხადებაში „X“-ზე, იგივე „Twitter“-ზე. – ჩვენი გული სტუდენტებთან, მწვრთნელებთან, გულშემატკივრებთან და ძალადობის ამ აქტით დაზარალებულ ყველა პირთან არის. პოტაკეტი არის ქალაქი პროვიდენსის ოლქში. სროლა მოხდა დენის მ. ლინჩის არენაზე, რომელიც პროვიდენსიდან თითქმის ხუთ მილშია. ადგილიდან დაახლოებით 20 მილის სავალზეა „ჯილეტ სტადიონი“, „პატრიოტსის“ საფეხბურთო მოედანი. აი, როგორ გამოეხმაურნენ სხვა ადგილობრივი სპორტული გუნდები პოტაკეტში 16 თებერვალს მომხდარ სროლას.