ფეხბურთი
/
25.02.2026
პოზიტიური ამბები „იუვენტუსიდან“: ბრემერი და დევიდი მალე მოედანს დაუბრუნდებიან
„იუვენტუსმა“ ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლე მიიღო: გლეისონ ბრემერი და ჯონათან დევიდი მალე გუნდს დაუბრუნდებიან. ბრემერის ტესტებმა სერიოზული დაზიანება გამორიცხა, დევიდის ტკივილი კი საგრძნობლად შემცირდა. ორივე ფეხბურთელი, სავარაუდოდ, „გალათასარაისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო, გადამწყვეტი მატჩისთვის იქნება მზად.
„იუვენტუსმა“ ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლე მიიღო: გლეისონ ბრემერი და ჯონათან დევიდი მალე გუნდს დაუბრუნდებიან. კანადელ თავდამსხმელს საზარდულის პრობლემა ჰქონდა, ამიტომ ტექნიკურმა შტაბმა გადაწყვიტა, ის ტურინში დაეტოვებინა, სანამ ლუჩიანო სპალეტის ძირითადი გუნდი სტამბოლში გაემგზავრებოდა. რაც შეეხება ბრაზილიელ მცველს, ის „გალათასარაისთან“ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მოქნილ კუნთში დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მწვრთნელმა ის 34-ე წუთზე შეცვალა და მოედანზე ფედერიკო გატი შემოიყვანა. ბრემერის დიდი მნიშვნელობა გუნდისთვის კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რადგან მისი მოედნიდან გასვლის შემდეგ „იუვენტუსის“ დაცვის ხაზი დაიშალა. თურქულმა გრანდმა შესვენების შემდეგ სწრაფად შეცვალა თამაშის მიმდინარეობა და ანგარიში 3:2 გახადა, შემდეგ კი კიდევ ორი გოლი გაიტანა ხუან კაბალის ნაადრევი გაძევების შემდეგ. „ბიანკონერებს“ ახლა დიდი გამოწვევა აქვთ წინ, რადგან ჩემპიონთა ლიგის კამპანიის გასაგრძელებლად საპასუხო მატჩში სამბურთიანი სხვაობა უნდა აღმოფხვრან. მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ სპალეტი, შესაძლოა, დაეყრდნოს თავის ორ ძირითად შემადგენლობის ფეხბურთელს, როდესაც მომავალ ოთხშაბათს ტურინში „გალათასარაის“ უმასპინძლებენ. „ლა გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, ბრემერმა ოთხშაბათს დილით კლინიკური ტესტები გაიარა და შედეგებმა რაიმე სერიოზული ტრავმა გამორიცხა. 28 წლის ფეხბურთელის მდგომარეობა ყოველდღიურად შეფასდება უახლოეს დღეებში. ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება თუ არა ის იმ გუნდის შემადგენლობაში, რომელიც ამ შაბათს „კომოს“ უმასპინძლებს. თუმცა, „ვარდისფერი გაზეთი“ ამტკიცებს, რომ „იუვენტუსი“ ბრემერის მიმართ სიფრთხილის პოლიტიკას იცავს, მისი ბოლო 16 თვის მტკივნეული ტრავმების ისტორიის გამო. რაც შეეხება დევიდს, წყარო ირწმუნება, რომ ტკივილი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა, ამიტომ ის მალე ხელმისაწვდომი იქნება. კანადელმა თავდამსხმელმა ამ სეზონში „ალიანც სტადიონი“ არ აანთო (არ იბრწყინა), მაგრამ სპალეტი მზად იყო დაეყრდნო მის მომსახურებას, ლუის ოპენდასგან განსხვავებით, რომელიც სამშაბათს სასტარტო შემადგენლობაში არ მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ის გუნდში ერთადერთი ხელმისაწვდომი თავდამსხმელი იყო.
#ტრავმა
#ფეხბურთი
#ჩემპიონთა ლიგა
#იუვენტუსი
#გალათასარაი
#ლუჩიანო სპალეტი
#გლეისონ ბრემერი
#ჯონათან დევიდი
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება