სპორტი
/
18.02.2026
ფრანჩესკო ტოტი „რომაში“ დაბრუნებაზე: „რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, იმედი მაქვს, მოვაგვარებთ“
ფრანჩესკო ტოტიმ დაადასტურა, რომ „რომასთან“ დაბრუნებაზე აქტიურად საუბრობს და რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ლეგენდარული კაპიტანი, რომელიც, სავარაუდოდ, კლუბში გარე კონსულტანტის, შემდეგ კი დირექტორის პოზიციას დაიკავებს, აცხადებს, რომ „რომა“ ყოველთვის მისი სახლი იყო და იმედოვნებს, რომ დაბრუნების საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება. მან ასევე შეაფასა ჯან პიერო გასპერინის მუშაობა.
ფრანჩესკო ტოტი „რომაში“ დაბრუნებასთან სულ უფრო ახლოსაა. ეს თავად კლუბის ლეგენდამ დაადასტურა Betsson.Sport-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„რომაში“ დაბრუნება? ვსაუბრობთ. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. ვნახოთ, რას შევძლებთ ერთად. გაზაფერინთან ვივახშმე“, - განაცხადა მან.
„ჯალოროსის“ მრავალწლიანმა კაპიტანმა, რომელიც თავდაპირველად გარე კონსულტანტად იმუშავებს, სანამ კლუბს დირექტორის რანგში შეუერთდება, Sky Sport-თან ინტერვიუში დამატებითი დეტალები გაამჟღავნა:
„მე ყოველთვის გულშემატკივარი ვიყავი და „ტრიგორიას“ გარეთ ვსაუბრობ. „რომა“ ყოველთვის ჩემი სახლი იყო და მოხარული ვარ იმ გზით, რომელსაც ისინი აგრძელებენ.“
კლუბის მიმართ მრავალი კეთილი სიტყვის თქმის შემდეგ, ყოფილმა კაპიტანმა „ჯალოროსიში“ დაბრუნების ირგვლივ გავრცელებულ ხმებზე ისაუბრა:
„ბოლო დროს გავრცელდა ხმები. მართალია, რომ ვსაუბრობთ და განვიხილავთ ზოგიერთ დეტალს, და ჩვენ ვწყვეტთ, რა არის საუკეთესო ყველასთვის. იმედი მაქვს, რომ ამ სიტუაციას მოვაგვარებთ.“
და ბოლოს, ტოტიმ კომენტარი გააკეთა ჯან პიერო გასპერინის მუშაობაზე:
„ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს. იმედი ვიქონიოთ, რომ „რომა“ რაც შეიძლება მალე, მინიმუმ, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდება. მე მასთან ახლოს ვარ? სადილზე წავედით, ფეხბურთსა და სხვა საკითხებზე ვისაუბრეთ.“
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება