ფეხბურთი
/
17.02.2026
ფრანჩესკო ტოტი: "რომაში" დაბრუნებაზე ვსაუბრობთ
ფრანჩესკო ტოტიმ დაადასტურა, რომ „რომაში“ დაბრუნებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ის კლუბში თავდაპირველად გარე კონსულტანტის, შემდეგ კი დირექტორის პოზიციაზე განიხილება. დამატებით დეტალებს Sky Sport-ის ეთერში გაამჟღავნებს.
ფრანჩესკო ტოტი „რომაში“ დაბრუნებასთან სულ უფრო ახლოსაა. მან ეს თავად დაადასტურა Betsson.Sport-ის ღონისძიებაზე. „„რომაში“ დაბრუნება? ვსაუბრობთ. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. ვნახოთ, რას შევძლებთ ერთად. გაზპარინისთან ვივახშმე“, - განაცხადა ტოტიმ. „ჯალოროსის“ მრავალწლიანი კაპიტანი, რომელიც თავდაპირველად გარე კონსულტანტის ფუნქციას შეასრულებს, შემდეგ კი კლუბს დირექტორის პოზიციაზე შეუერთდება, დამატებით დეტალებს Sky Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაამჟღავნებს, რომელიც დღეს, ორშაბათს, 16 თებერვალს, 14:30 საათზე, Sky Sport-ის ეთერში გავა.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება