ფეხბურთი
/
25.02.2026
პრემიერ ლიგა: „ვულვერჰემპტონმა“ „არსენალს“ 94-ე წუთზე ქულები დააკარგვინა (2:2)
პრემიერ ლიგაში „არსენალმა“ გულდასაწყვეტი ფრე ითამაშა. „ვულვერჰემპტონ უონდერერსთან“ გასვლით მატჩში ლონდონურმა გუნდმა ბოლო წუთზე გამათანაბრებელი გოლი გაუშვა (2:2).
მიკელ არტეტას გუნდისთვის მატჩი იდეალურად დაიწყო. მე-5 წუთზე ბუკაიო საკამ დეკლან რაისის ზუსტი გადაცემით ანგარიში თავური დარტყმით გახსნა. პირველი ტაიმის განმავლობაში „მეთოფეები“ დომინირებდნენ და მეტოქეს პრობლემები არ შეუქმნია. შესვენების შემდეგ პიერო ინკაპიემ გაბრიელ მაგალიაეშის პასით უპირატესობა ორამდე გაზარდა. თუმცა, „ვულვერჰემპტონი“ დანებებას არ აპირებდა. ჰუგო ბუენომ შორეული დარტყმით ერთი გოლი გაქვითა, შემდეგ კი 94-ე წუთზე ტომ ედოზიემ, კარში ასხლეტილი დარტყმის შემდეგ, სტადიონი აღფრთოვანებაში მოიყვანა და ანგარიში გაათანაბრა. „მეთოფეები“ ლიდერობას ინარჩუნებენ და „მანჩესტერ სიტის“ ხუთი ქულით უსწრებენ, თუმცა დაკარგული ქულები საჩემპიონო რბოლაში გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება