"რომას" შეუძლია შვებით ამოისუნთქოს, რადგან არც ვესლი ფრანსას და არც პაულო დიბალას მნიშვნელოვანი დროით გამოტოვება არ ემუქრებათ ბოლოდროინდელი ტრავმების შემდეგ. დიბალა ვერ მიიღო მონაწილეობა კვირას საღამოს "მარადონას" სტადიონზე გამართულ "ნაპოლისა" და "რომას" შორის ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში. დიბალას მუხლის განმეორებადი ტკივილი აწუხებდა და "Corriere dello Sport"-ის ცნობით, ბოლო პრობლემა მცირე ანთებით იყო გამოწვეული ფეხში და არა დაჭიმვით ან გაწყვეტით. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სერია A-ს მომავალ ტურში "კრემონეზეს" წინააღმდეგ, თუმცა არსებობს შანსი, რომ "ჯალოროსი" გადაწყვეტს მის დასვენებას, რათა 1 მარტს "იუვენტუსის" წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს. ვესლი კვირა საღამოს "ნაპოლის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მისი თამაში ნაადრევად დასრულდა მას შემდეგ, რაც ამირ რაჰმანმა ის საჯარიმო მოედანზე წააქცია. სწორედ ამ ინციდენტს მოჰყვა პენალტი, რომლითაც "ჯალოროსი" 2:1 დაწინაურდა. ინციდენტის დროს დაშავდნენ როგორც ვესლი, ასევე რაჰმანი და ორივემ მოედანი დაუყოვნებლივ დატოვა. "რომას" ფლანგის მცველმა ტერფის პრობლემაზე ისაუბრა. "Corriere dello Sport"-ის ცნობით, სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ტერფზე მოტეხილობა არ არის. ეს იყო კონტაქტური ტრავმა და აღინიშნება ძლიერი დაჟეჟილობა, მაგრამ დიბალას მსგავსად, ვესლიც შესაძლოა მზად იყოს მომავალ უქმეებზე "კრემონეზეს" წინააღმდეგ სათამაშოდ, ან თუ "რომა" ზედმეტ სიფრთხილეს გამოიჩენს, მაშინ მომდევნო კვირაში "იუვენტუსის" წინააღმდეგ.