ფეხბურთი
/
16.02.2026
რომას მორიგი დანაკლისი: ვესლი ნაპოლისთან მატჩში დაშავდა
რომას ფეხბურთელი ვესლი ნაპოლისთან მატჩისას დაშავდა. ბრაზილიელმა მცველმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, მაგრამ ამან მას ძვირად დაუჯდა – დაზიანება მძიმე აღმოჩნდა და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.
რომასთვის მორიგი დარტყმა. მარადონას სტადიონზე, ნაპოლისთან მატჩის მეორე ტაიმში, ვესლი დაშავდა. 70-ე წუთზე ბრაზილიელმა პენალტი მოიპოვა, რომელიც დონიელ მალენმა გოლად აქცია, თუმცა ეს მას ძვირად დაუჯდა. ამირ რრაჰმანთან საჯარიმო მოედანში ორთაბრძოლისას, ბრაზილიელი განაპირა მცველის კოჭი, რომელიც მატჩის დაწყებისას ისედაც არ იყო საუკეთესო კონდიციაში, გაეჭედა. მან მოედანი სამედიცინო პერსონალის თანხლებით დატოვა, ფეხის დადგმას ვერ ახერხებდა. მოგვიანებით, სკამზე დაჯდა, სადაც მას ბანდაჟი შეუხვიეს.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება