ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი უეინ რუნი მიიჩნევს, რომ მადრიდის „რეალის“ მცველ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს თითქმის ყველაფერი აქვს, რაც მსოფლიოს საუკეთესო ფულბეკობისთვის სჭირდება. თუმცა, რუნის თქმით, „ლივერპულის“ ყოფილ ლეგენდას თამაშის ერთ ასპექტში გაუმჯობესება მართებს, რათა მსოფლიო ფეხბურთში საკუთარი რეპუტაცია განამტკიცოს. ალექსანდერ-არნოლდი „რეალს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა თავისუფალი ტრანსფერით, მას შემდეგ, რაც „ლივერპულთან“ კონტრაქტი ამოეწურა. თუმცა, ესპანურ გრანდს იძულებული გახდა დაახლოებით 8.4 მილიონი ფუნტი გადაეხადა მისი გუნდში მოსაყვანად, აშშ-ში დაგეგმილი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის წინ. ალექსანდერ-არნოლდის მადრიდში გადასვლა მის კარიერაში ახალი თავი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისი სადებიუტო სეზონი შეფერხდა. ის ახლახანს დაბრუნდა ბარძაყის ტრავმის შემდეგ, რომელიც გასული წლის დეკემბერში „ატლეტიკ ბილბაოსთან“ გასვლით 3-0 მოგებულ მატჩში მიიღო და რის გამოც ორი თვით გამოეთიშა თამაშს. სამშაბათის დრამატული ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირება „ბენფიკასთან“ იყო მეორე მატჩი, რომელიც ალექსანდერ-არნოლდმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ. 27 წლის ფეხბურთელმა „რეალს“ დაეხმარა 1-0 მოგებაში პლეი-ოფის პირველ მატჩში „და ლუჟის“ სტადიონზე. მატჩამდე რუნიმ შეაქო თავისი თანამემამულე და გამოავლინა, თუ რა უნდა გააუმჯობესოს, რათა მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველად ჩაითვალოს. „ბევრი გუნდი გარდამავალ ფაზაში ფლანგებზე ახდენს თავდასხმის კონცენტრირებას“, – განაცხადა რუნიმ („სტანდარდის“ მიხედვით). „ის კარგი უნდა იყოს დაცვაში. თამაშის ორივე ასპექტში უნდა იყოს ძლიერი. ბურთით, ის მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესოა. უბურთოდ, დაცვითი თვალსაზრისით, აი, აქ სჭირდება გაუმჯობესება. სწორედ აქ არის კითხვის ნიშნები ტრენტთან დაკავშირებით. თუ ამას გააუმჯობესებს, ეჭვგარეშეა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფულბეკი იქნება.“ ალექსანდერ-არნოლდის განმეორებადმა ტრავმებმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მისი მონაწილეობა მხოლოდ 14 მატჩით შეზღუდა. მან ორი საგოლე გადაცემა გააკეთა ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე.