სელებრითი
/
16.02.2026
სერენა უილიამსი დაპირისპირების ეპიცენტრში: GLP-1 მედიკამენტების რეკლამა და მოულოდნელი ვარჯიში
ჩოგბურთის ლეგენდა სერენა უილიამსი GLP-1 მედიკამენტების რეკლამირების გამო საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. ბევრი მის სპორტულ წარსულთან შეუსაბამობას ხედავს, ხოლო მისი მეუღლე კომპანია Ro-ს დირექტორთა საბჭოს წევრია. დაპირისპირების ფონზე, უილიამსმა პოლზე ცეკვის ვარჯიშის ვიდეო გაავრცელა, რითაც ფანების აზრი კიდევ უფრო გაყო.
ჩოგბურთის ლეგენდა სერენა უილიამსი, მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, ჯანმრთელობაზე კონცენტრირდება და ცდილობს „ფორმაში ჩადგომას“. თვეების განმავლობაში უილიამსი GLP-1 მედიკამენტების მიმწოდებელი კომპანია Ro-ს კომერციული რეკლამების ერთ-ერთი მთავარი სახე იყო, მათ შორის, 2026 წლის სუპერ ბოულის რეკლამაშიც. ინციდენტიდან რამდენიმე დღეში მან ვარჯიშის უნიკალური რუტინა ატვირთა, რამაც ფანები ორად გაყო.
როგორც DailyMail-ის მიერ მოპოვებული, ამ კვირის დასაწყისში გავრცელებული ინსტაგრამის სთორიდან ირკვევა, სერენა თავის სახლის სპორტულ დარბაზში პოლზე ცეკვის ვარჯიშებს უბრუნდება. ვიდეოს წარწერაში ის აღნიშნავს: „დავუბრუნდი ვარჯიშს ჩემს 2 საყვარელ მოწყობილობაზე“. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ფანს მოეწონა მისი გატაცება პოლე-დანსინგით, რადგან აქამდე არავინ იცოდა ამის შესახებ, ბევრი ვერ ეგუება მის მიერ ბოლო დროს რეკლამირებულ წონის დასაკლებ მედიკამენტებს. მათ მისი რეკლამა არ დავიწყებიათ.
ერთ-ერთმა X-ის მომხმარებელმა დაწერა: „ეს *** ისეთი სასაცილო და არასწორია. სერენა უილიამსი ჩოგბურთის ლეგენდაა, მისმა სხეულმა ამდენი ჯილდო და ტიტული მოუტანა, რატომ აკეთებს ის GLP-1-ის რეკლამას?“. მეორემ აღნიშნა: „ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ისინი ამას აკეთებინებენ ქალს, რომელიც ფორმაშია და ფენომენალური სპორტსმენია. ეს არ არის წონის დასაკლები წამალი, ეს არის დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც შეუძლია წონის დაკლებაში დახმარება.“ (ბევრმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მეუღლე, ალექსის ოჰანიანი, კომპანია Ro-ს დირექტორთა საბჭოს წევრია).
მან 2025 წლის აგვისტოში People-თან საუბარში პირველად განაცხადა, რომ GLP-1 მედიკამენტს ორსულობის შემდგომი ზედმეტი წონის დასაკლებად იყენებდა და თქვა: „ვერასოდეს ვახერხებდი იმ წონაზე დავსულიყავი, რაც მჭირდებოდა, რასაც არ უნდა ვაკეთებდი, რამდენიც არ უნდა მევარჯიშა. ეს გიჟობა იყო, რადგან ცხოვრებაში ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ, როცა ასე ბევრს ვმუშაობდი, ასე ჯანსაღად ვიკვებებოდი და მაინც ვერ ვახერხებდი სასურველ წონაზე ჩამოსვლას“. მან დაამატა: „კარიერაში არასდროს გამივლია მოკლე გზებით და ყოველთვის ბევრს ვშრომობდი. ვიცი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საუკეთესო იყო. ამიტომაც ძალიან გამაღიზიანებელი იყო ერთი და იგივე ქმედებების გამეორება და სასწორზე რიცხვის ან ჩემი სხეულის გარეგნობის შეცვლის ვერშესაძლებლობა“.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება