სპორტი
/
15.02.2026
სერჰუ გირასი "დორტმუნდს" დატოვებს? - "დიდი კონტრაქტი" და საუდის არაბეთი
Bild-ის ცნობით, დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელ სერჰუ გირასის სურს სეზონის ბოლოს კლუბი დატოვოს "დიდი კონტრაქტის" გაფორმების მიზნით. სავარაუდო დანიშნულება საუდის არაბეთია. მას კონტრაქტში 50 მილიონი ევროს გამოსასყიდი პუნქტი აქვს.
მომავალ ზაფხულს, შესაძლოა, "დორტმუნდის" თავდამსხმელმა სერჰუ გირასიმ კლუბი დატოვოს. Bild-ის ინფორმაციით, გვინეის ნაკრების ფეხბურთელს სეზონის ბოლოს ბუნდესლიგის გუნდიდან წასვლა სურს. ცნობაში ნათქვამია, რომ გირასი აპირებს "კიდევ ერთი მართლაც დიდი კონტრაქტი გააფორმოს ამ ზაფხულს". ყველაზე სავარაუდო დანიშნულებად საუდის არაბეთი მოიაზრება. გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი გასულ წელს მისმა ძმამ და აგენტმა იქაურ კლუბებს შესთავაზა და ინტერესი, როგორც ამბობენ, კვლავ რჩება. გირასის კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მის ხელშეკრულებაში 50 მილიონი ევროს გამოსასყიდი პუნქტია გათვალისწინებული, რომელიც კონკრეტულ კლუბებზე ვრცელდება. უგოლო პერიოდის შემდეგ, გირასიმ ბოლო დროს კვლავ მოიპოვა საგოლე ალღო, ბოლო სამ მატჩში ხუთჯერ გაიტანა.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება