„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ კალათბურთელი სეთ კარი, რომელიც დეკემბრის დასაწყისიდან რადიკულიტის პრობლემის გამო არ თამაშობს, მომავალ კვირას კორტზე მუშაობას გააძლიერებს და „ლაივ“ თამაშში ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას ინსაიდერი ანტონი სლეიტერი ავრცელებს. მიუხედავად პროგრესისა, კარი გუნდს კიდევ მინიმუმ ორ კვირას ვერ დაეხმარება.