2023 წელს დომინიკ შობოშლაის ლივერპულში 60 მილიონ ფუნტად გადასვლის ყველაზე მხურვალე მომხრეებსაც კი არ შეეძლოთ წარმოედგინათ, თუ რა მნიშვნელობის მოთამაშე გახდებოდა ის „წითლებისთვის“. მაგრამ შობოშლაი ლივერპულში გადასვლის შემდეგ საოცრად განვითარდა. ახლა, „ენფილდზე“ მისი მესამე სეზონის განმავლობაში, ის კლუბის საუკეთესო მოთამაშე და განაცხადში პირველი გვარი გახდა. მიუხედავად იმისა, ეს მარჯვენა მცველის პოზიციაა თუ ცენტრალური ნახევარმცველის, შობოშლაი მსოფლიო დონის თამაშს აჩვენებს და მისი ასპარეზობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მოჰამედ სალაჰმა, „ბრაიტონთან“ ლივერპულის გამარჯვების შემდეგ TNT-სთან საუბარში განაცხადა, რომ შობოშლაი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა. არნე სლოტსაც დაუსვეს ამის შესახებ შეკითხვა თამაშის შემდგომ პრესკონფერენციაზე და მან დაადასტურა, რომ იგივე აზრისაა: