Sky Germany-ის ცნობით, ვფბ შტუტგარტმა ჰოფენჰაიმის ნახევარმცველ გრიშა პრემელისთვის პირველი შეთავაზება გააკეთა. ნახევარმცველს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და რამდენიმე კლუბი მის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას ცდილობს, მაშინ როცა ჰოფენჰაიმი მისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივებას ცდილობს. შვაბიელებმა პირველი შეთავაზება გააკეთეს, რომელიც 31 წლის ფეხბურთელისთვის „მომგებიანად“ ითვლება. შტუტგარტი მას ლიდერად მოიაზრებს, რომელსაც ნახევარდაცვიდან გოლების გატანაც შეუძლია. თუმცა, შტუტგარტს ფინანსური ლიმიტი აქვს დაწესებული, თუ რამდენად შორს წავლენ ისინი ამ ნახევარმცველის დამატების მცდელობაში. შტუტგარტის სასარგებლოდ შესაძლოა ითამაშოს იმ ფაქტორმა, რომ ეს პრემელისთვის ბოლო შანსი იქნება, არა მხოლოდ კარგი კონტრაქტი მიიღოს, არამედ ითამაშოს თავისი მშობლიური ქალაქის გუნდში. პრემელი თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას მარტამდე ელოდება. თუ პრემელი „მერსედესშტრასეზე“ (Mercedestraße) გადავა, ის შესაძლოა ატაკან კარაზორის განახლებულ ვერსიად ჩაითვალოს. კაპიტანმა გამოავლინა თავისი შეზღუდვები, როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად, და ჰოფენჰაიმის ამჟამინდელი ნახევარმცველი ანჯელო შტილერისა და ჩემა ანდრესისთვის ალტერნატივას შექმნიდა.