„შტუტგარტი“ ხვალ „სელტიკს“ ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში დაუპირისპირდება. თავდაცვის ლიდერ ჯეფ ჩაბოსთვის მოლოდინი და ოპტიმიზმი მაღალია. „RTL“-თან საუბარში 28 წლის ფეხბურთელმა ამ დაპირისპირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ის „სამოთხეში“ („პარადაისში“) „გახურებულ და ინტენსიურ“ ატმოსფეროს ელის, სადაც ხუთშაბათს 60 000 გატაცებული გულშემატკივარი ხმამაღლა დაუჭერს მხარს თავის „ბოიზს“. „სწორედ ამისთვის თამაშობ ფეხბურთს – „სელტიკ პარკის“ მოედანზე დგომა უბრალოდ გასაოცარია. ეს იქნება „ყველაფერი ან არაფერი“ მატჩი, მსგავსი ბევრი არ მქონია ჩემს კარიერაში,“ - განაცხადა ჩაბომ. ჩაბოს თქმით, მკაფიო მიზანია „შტუტგარტში გამარჯვებით დაბრუნება“. მიუხედავად იმისა, რომ მცველმა იცის შოტლანდიელთა დასამახსოვრებელი ევროპული ღამეების შესახებ ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიცაა „რეალ მადრიდი“ ან „ბარსელონა“, საკუთარი ძალებისადმი ნდობა მაინც ჭარბობს: „მატჩი დაძაბული იქნება. მაგრამ ჩვენ მოვიგებთ, რადგან უფრო მეტი ხარისხი გვაქვს.“