„მან აირჩია თამაში ქვეყნისთვის, რომელიც ფაქტობრივად პასუხისმგებელია ათობით მილიონი საკუთარი მოქალაქის სიკვდილზე და, ამჟამად, საკონცენტრაციო ბანაკებს მართავს,“ – განაცხადა „ფრიდომმა“ (Freedom). მან გუს დუმილი შეადარა ლებრონ ჯეიმსის მიერ 2019 წელს ჩინეთის სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე უარის თქმას. ეს ინფორმაცია New York Post-მა გაავრცელა, თუმცა სტატია თავდაპირველად Hoops Hype-ზე გამოქვეყნდა.