სპორტი
/
19.02.2026
ტაისონ ფიური კრივში დაბრუნებაზე: „მინდა, კრივი კვლავ დიდებული გახდეს“
მსოფლიო ჩემპიონი ტაისონ ფიური ემზადება კრივში მორიგი დაბრუნებისთვის, აპრილში არსლანბეკ მახმუდოვთან ბრძოლისთვის. პრესკონფერენციაზე ფიურიმ განმარტა თავისი დაბრუნების მიზეზები, სადაც განაცხადა, რომ სპორტში ბრუნდება „კრივი კვლავ დიდებული რომ გახდეს“, რადგან მისი ბოლო პენსიაზე გასვლის შემდეგ, კრივმა მიმზიდველობა დაკარგა. მან ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ის მოაქვს გართობას, მოქმედებას და მასმედიის ყურადღებას სპორტში, თავს საუკეთესო ფორმაში გრძნობს და მოტივაციის შესანარჩუნებლად საშიში მეტოქე, მახმუდოვი შეარ
ტაისონ ფიური ემზადება კრივში მორიგი დაბრუნებისთვის, აპრილში არსლანბეკ მახმუდოვთან ბრძოლისთვის. წყვილმა ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც ფიურიმ ისაუბრა, თუ რამ განაპირობა მისი სურვილი, კიდევ ერთხელ დაბრუნებოდა სპორტს და როგორ შეარჩია მეტოქე.
„რატომ დავბრუნდი კრივში? ძალიან, ძალიან საინტერესო კითხვაა და მასზე მხოლოდ ერთი პასუხია“, - განაცხადა ფიურიმ. „სიმართლე ისაა, რომ მხოლოდ ერთი მიზეზით დავბრუნდი – მინდა, კრივი კვლავ დიდებული გახდეს. მას შემდეგ, რაც წელიწადზე მეტი ხნის წინ მეხუთედ წავედი პენსიაზე, კრივი ჩემთვის დაღმასვლაზე წავიდა. საკმაოდ მოსაწყენი გახდა. კრივი კი თავის მაქსიმალურ პოტენციალს მაშინ აღწევს, როცა ტაისონ ფიური აქტიურად იბრძვის – და ეს მე არ მითქვამს, ეს დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანმა ხელოვნურმა ინტელექტმა, ChatGPT-მ განაცხადა.“
„და ჩემთან ერთად დავაბრუნე მსოფლიოს უდიდესი სტრიმინგ პლატფორმა, Netflix... მე მომაქვს ცირკი, მე მომაქვს ამალა, მე მომაქვს გართობა, მე მომაქვს მოქმედება, მე მომაქვს კამერები. მე ყველაფერი მომაქვს ამ სპორტში და ეს არის ის, რაც ასე ვნებიანად მიყვარს.“
„მსიამოვნებდა პენსიაზე ყოფნა... მაგრამ დგება მომენტი, როცა უბრალოდ სამსახურში დაბრუნება გინდა. ჩემი საქმე კი ყოველთვის ბრძოლა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ვიქნები... თავს სუფთად, კარგად ვგრძნობ და თუ დაღმასვლაზე ვიქნებოდი, ამას ვიტყოდი. მე ვიქნებოდი პირველი, ვინც იტყოდა: „აღარ შემიძლია“ და არ ვიკრიფებდი, მაგრამ არ ვგრძნობ, რომ რამე დავკარგე. მეჩვენება, რომ ჯერ კიდევ ჩემი პრაიმ-თაიმის პერიოდში ვარ.“
„11 აპრილი მალე მოვა. შესანიშნავ ფორმაში ვარ, პენსიაზე გასვლის შემდეგ ვვარჯიშობდი – ვარჯიში არასდროს შემიწყვეტია, ეს ჩემი ჰობის ნაწილია... მახმუდოვი, რა ვიცი მის შესახებ? ვიცი, რომ ის გიგანტია. ის უფრო დიდია, ვიდრე ამბობს. ამბობს, რომ 6’4” (193 სმ) არის, მაგრამ ვფიქრობ, დაახლოებით 6’8” (203 სმ) იქნება, ის დიდი კაცია... თუკი „პუდინგს“ ვებრძვი, ეს არ მაღელვებს. მე უნდა ვებრძოლო ვინმე სახიფათოს, რათა საერთოდ მოვინდომო ვარჯიში, საერთოდ სერიოზულად მოვეკიდო საქმეს.“
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება