„ბოსტონ სელტიქსმა“ შესაძლოა ჯეისონ ტეიტუმი პლეი-ოფებისთვის დაიბრუნოს. მან ცოტა ხნის წინ დაიწყო მოედანზე ვარჯიში და არ გამორიცხა წელს დაბრუნება. „კლივლენდ კავალიერსმა“ კი დედლაინის წინ „ლოს-ანჯელეს კლიპერსისგან“ ჯეიმს ჰარდენი შეიძინა, რითაც დონოვან მიჩელს საუკეთესო თანაგუნდელი შეუძინა, ვინც მას ოდესმე ჰყოლია. „ის ძალიან საშიში მოთამაშეა ჩვენს ლიგაში“, - განაცხადა ჯეილენ ბრანსონმა („ნიუ-იორკ ნიქსი“) ტეიტუმზე. „მისი შარშანდელი ტრავმის ხილვა მტკივნეულია. არასდროს გინდა მსგავსი რამ ნახო ნებისმიერ სპორტში, ნებისმიერი ადამიანისგან. ის ფაქტი, რომ მან ამდენი იშრომა ამ დონემდე მისასვლელად და ახლა დაბრუნებისთვის ემზადება, მისი ხასიათის დასტურია. კალათბურთის გულშემატკივრები მთელ მსოფლიოში ნამდვილად აღფრთოვანებულნი არიან მისი დაბრუნების მოლოდინში.“