ფეხბურთის ლეგენდა ტიერი ანრი „რეალ მადრიდის“ „ბენფიკასთან“ 0-1 მოგებული მატჩის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში მომხდარ პრესტიანი-ვინისიუსის ინციდენტზე ისაუბრა. ანრიმ ძლიერი სიტყვა წარმოთქვა. „მე მესმის, რასაც ვინი ჯუნიორი განიცდის. ეს იმდენჯერ დამემართა, იმდენჯერ ვისაუბრე ამაზე თამაშების შემდეგ. მე თამაშების შემდეგ საბაბების ძებნაში დამადანაშაულეს, როდესაც ეს მე დამემართა. ამიტომ ზოგჯერ თავს მარტოსულად გრძნობ, რადგან ეს შენი სიტყვაა მისი სიტყვის წინააღმდეგ. და რადგან არ ვიცით, რა თქვა პრესტიანიმ, რადგან ის ძალიან 'მამაცი' იყო, პირზე მაისური აიფარა, რათა დარწმუნებულიყო, რომ არ დავინახავდით, რა თქვა, ამიტომ აშკარად უკვე საეჭვოდ გამოიყურები, რადგან არ გინდოდა, ხალხს დაენახა ან წაეკითხა, რა თქვი,“ - განაცხადა ფრანგმა ლეგენდამ. „შემდეგ, ვინი ჯუნიორის რეაქცია მეუბნება, რომ რაღაც არასწორი მოხდა. ვინის შეუძლია თქვას თავისი ვერსია და პრესტიანი, დარწმუნებული ვარ, არ გვეტყვის, რა თქვა სინამდვილეში, რადგან მე დავინახე, როგორ დაუპირისპირდა მას მბაპე და მან კილიანს უთხრა 'არაფერი მითქვამს', ნუ, რაღაც მაინც უნდა გეთქვა,“ - დაამატა მან.