„მანჩესტერ იუნაიტედი“ მარკუს რაშფორდის „ბარსელონაში“ ტრანსფერის გამო ნანობს, მარკოს სენესის „ბარსელონაში“ გადასვლა სურს, ლიამ დელაპი კი შესაძლოა ზაფხულში „ჩელსიდან“ წავიდეს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ნანობს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ინგლისელი თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი „ბარსელონას“ 26 მილიონ ფუნტად მიჰყიდა, რადგანაც მიიჩნევს, რომ 28 წლის ფეხბურთელი ამჟამად დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი ღირს. (Star-ის ინფორმაციით) „ბორნმუთის“ 28 წლის არგენტინელ მცველ მარკოს სენესის ამ ზაფხულს „ბარსელონაში“ გადასვლა სურს, მას შემდეგ რაც გადაწყვიტა, რომ „ჩერიზთან“ ახალ კონტრაქტს არ მოაწერს ხელს. (Teamtalk-ი იუწყება) 23 წლის ინგლისელი თავდამსხმელი ლიამ დელაპი სავარაუდოდ ამ ზაფხულს „ჩელსის“ დატოვებს, რამაც ინტერესი გამოიწვია ისეთი კლუბების მხრიდან, როგორებიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ნიუკასლი“ და „ევერტონი“. (Caughtoffside-ის ცნობით) „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა, 25 წლის ინგლისელი ვინგერი ჯეიდონ სანჩო სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვას. (The Sun-ის ინფორმაციით) „ვესტ ჰემი“ ლიდერობს 24 წლის კანადელი თავდამსხმელის, პრომის დევიდის „უნიონ სენ-ჟილუაზიდან“ ტრანსფერისთვის ბრძოლაში. (Teamtalk-ის ცნობით) „ტოტენჰემი“ შესაძლოა დიდ თანხებს დახარჯავს ამ ზაფხულს, რადგან „ასტონ ვილას“ 23 წლის ინგლისელი ნახევარმცველის, მორგან როჯერსის შეძენა განიხილება. (Football Insider-ის ინფორმაციით) თუმცა, „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი რიჩარლისონი შესაძლოა დატოვოს კლუბი, რადგან 28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელით „ფლამენგო“ და „ატლეტიკო მადრიდი“ ინტერესდებიან. (ესპანური Fichajes-ის მიხედვით) „ბაიერ ლევერკუზენს“ ამ ზაფხულს მიუნხენის „ბაიერნიდან“ გერმანელი ნახევარმცველის, ლეონ გორეცკას შეძენა სურს, თუმცა 31 წლის ფეხბურთელი ინგლისში გადასვლას ამჯობინებს, მისით კი „არსენალი“ არის დაინტერესებული. (გერმანული Bild-ის ცნობით) „მილანი“ სულ უფრო მეტად დარწმუნებულია, რომ 40 წლის ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი სეზონის ბოლოს ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. (იტალიური Calciomercato-ს ცნობით)