კალათბურთი
/
17.02.2026
ვემბანიამა: „ლიგის სახეობა ხელოვნურად არ იქმნება“
NBA-ის ამომავალი ვარსკვლავი ვიქტორ ვემბანიამა ლიგის „სახის“ როლის შესახებ საუბრობს. მისი აზრით, ეს სტატუსი ბუნებრივად უნდა მოვიდეს, საუკეთესო მოთამაშის სტატუსის შედეგად და არა ხელოვნური პრომოციის გზით.
ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ ვინ სურს ლიგის სახე გახდეს და ამ როლს მოირგოს, თუმცა ჯერ არავის უთქვამს ნათლად, „მე მინდა ეს გავაკეთო“. გრძნობთ თუ არა სიცარიელეს ამ მხრივ?
ვიქტორ ვემბანიამა: დიახ, ამას ვხედავ. იმასაც ვხვდები, რისი თქმაც გინდათ ჩემთვის. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც ბუნებრივი უნდა იყოს. სოციალურ მედიას, NBA-ს შეუძლია ხელი შეუწყოს ვისაც მოისურვებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ლიგის სახე მაინც საუკეთესო მოთამაშეები იქნებიან – და ის, ვისაც ხალხი ითხოვს. ლიგის სახეობა არ არის ისეთი რამ, რისი ხელოვნურად შექმნაც შეიძლება – შესაძლოა, მხოლოდ გარკვეულწილად. ეს მხოლოდ საუკეთესო მოთამაშეები იქნებიან. ასე რომ, ლიგის სახეობა მათი საკალათბურთო დონის გვერდითი პროდუქტი იქნება.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება