ფეხბურთი
/
23.02.2026
ვინისიუსი ლუკა მოდრიჩზე: მსოფლიოში მისი მსგავსი არავინაა
ვინისიუს ჟუნიორმა ლუკა მოდრიჩის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა, უწოდა მას მსოფლიოში საუკეთესო და აღნიშნა, თუ რამდენად ენატრება მისი მენტორობა და შემართება „რეალში“ ყოფნისას.
თავის ბოლოდროინდელ ინტერვიუში ვინისიუს ჟუნიორმა ხოტბა შეასხა 2018 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელ ლუკა მოდრიჩს. ვინისიუს ჟუნიორმა პატივი მიაგო ლუკა მოდრიჩს იუთუბერ იბაი ლიანოსთან საუბრისას. ბრაზილიელი შემტევი კვლავ აღფრთოვანებულია „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველით, რომელიც ამჟამად „მილანში“ თამაშობს. „მოდრიჩის მსგავსი არავინაა. ის „მილანშია“, შარშან „რეალში“ იყო, მსოფლიოში საუკეთესო. წარმოუდგენელია. ის ძალიან მენატრება, რადგან ყოველთვის გვასწავლიდა რაღაცას. მას სძულდა წაგება, ვარჯიშებზეც კი. ძალიან გაბრაზდებოდა ხოლმე!“ – განაცხადა ვინი ჟუნიორმა.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება