„ბენფიკა“-„რეალის“ მატჩის ირგვლივ ატეხილი დაპირისპირება კვლავაც ცხარე დებატების საგანია. ამჯერად, ხმაურიან ინციდენტს ტიერი ანრი გამოეხმაურა და თავისი აზრი პირდაპირ და ცალსახად დააფიქსირა. CBS Sports-ის ეთერში, ლეგენდარულმა ფრანგმა თავდამსხმელმა ვინისიუს ჟუნიორსა და ჯანლუკა პრესტიანის შორის მომხდარ შეხლა-შემოხლაზე ისაუბრა, რომელიც ბრაზილიელი ფეხბურთელის გოლის შემდეგ აგორდა და თამაშის შეწყვეტაც კი გამოიწვია. „ჩვენ არ ვიცით, რა თქვა პრესტიანიმ, რადგან მან გაბედულად აიფარა მაისური პირზე, რათა არავის დაენახა, რას ამბობდა, ასე რომ, ეს ნამდვილად საეჭვოა“, - განაცხადა ანრიმ. ტიერი ანრიმ, რომელიც პირადად დაზარალებულა მსგავსი სიტუაციებით, დასძინა: „მესმის, რასაც ვინისიუსი განიცდის. ეს იმდენჯერ შემემთხვა მეც.“ შემდეგ კი დაამატა: „განსაკუთრებით არ ვარ „რეალის“ გულშემატკივარი, მაგრამ დღეს (სამშაბათს) ღამით, მე მადრიდისტა ვარ.“ იმავე გადაცემაში მიკა რიჩარდსმა თქვა: „პრესტიანი აბსოლუტური მშიშარაა.“