ფეხბურთი
/
19.02.2026
ვიტორ პერეირამ „ნოტინგემ ფორესტის“ თავკაცის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა – მთავარი გზავნილები
„ნოტინგემ ფორესტის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვიტორ პერეირამ, პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან ისაუბრა კლუბში მისვლის მიზეზებზე, მფლობელთან ურთიერთობაზე, პრემიერ ლიგაში გამოცდილებაზე და სამომავლო გეგმებზე. მან ხაზი გაუსვა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების აუცილებლობას და ფეხბურთელების მხრიდან მწვრთნელის იდეის გაზიარების მნიშვნელობას.
„ნოტინგემ ფორესტის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვიტორ პერეირამ, შონ დაიჩის შემცვლელის რანგში დანიშვნის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. წარმოგიდგენთ მთავარ განცხადებებს:
პერეირამ განაცხადა, რომ მან ეს თანამდებობა დაიკავა, რადგან „სჯერა ფეხბურთელების ხარისხის, ამ კლუბის პოტენციალის და პრეზიდენტის ამბიციის“.
მისი თქმით, მას „კარგი ურთიერთობა“ აქვს ევანგელოს მარინაკისთან: „მას ენდობა ჩემს ნამუშევარს, მე ვენდობი მის პიროვნებას“.
„ვულვზში“ მუშაობის დროს პერეირამ გაიგო, რომ პრემიერ ლიგაში „მცირე დეტალიც“ კი გადამწყვეტია. მან დაამატა: „შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს“.
მან აღნიშნა, რომ „ვულვზში“ - რომელიც „ოჯახივით“ იყო - ისწავლა, რომ პრემიერ ლიგაში კონკურენციისთვის „ყველაფერი უნდა გქონდეს“, დაამატა: „ეს არ გაძლევს გადაწყვეტილებების გადადების დროს. თუ ამას გააკეთებ, საფასურს გადაიხდი“.
კითხვაზე, თუ რა იყო მისი პირველი გზავნილი ფეხბურთელებისთვის, პერეირამ უპასუხა: „თუ მწვრთნელის იდეას არ იზიარებთ, ეს დიდი პრობლემაა. თუ იზიარებთ იდეას და პიროვნებას, ეს ღია გონებაა ინფორმაციის მისაღებად და ერთად ბეჯითად სამუშაოდ“.
მისი შუა სეზონში მოსვლის გავლენაზე: „სეზონის ამ მონაკვეთში ბევრის შეცვლა არ შემიძლია. საუბარია იმაზე, რომ ფეხბურთელებმა თავი კომფორტულად იგრძნონ იმ როლებში, რასაც მე მათგან ვითხოვ. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ თავიანთი თვისებებით შეუძლიათ გუნდის დახმარება. მნიშვნელოვანია, რომ მათ თავი გამოხატონ“.
„ვულვზის“ გამარჯვებების შემდეგ გულშემატკივრებთან ერთად პაბში სიარულის ტრადიციაზე: „მსახიობი არ ვარ. მე უბრალო, პატიოსანი, თავდაჯერებული ადამიანი ვარ... და როცა ვგრძნობ, რომ ლუდის კათხებს ვიმსახურებ - რა თქმა უნდა!“
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება