სპორტი
/
24.02.2026
ზამთრის ოლიმპიადა: კანადა-ჩეხეთის სკანდალური მეოთხედფინალი – მსაჯებმა „მეექვსე“ მოთამაშე ვერ შენიშნეს?
კანადა-ჩეხეთის მეოთხედფინალურ მატჩში, ჩეხეთმა გოლი გაიტანა და ანგარიშით 3-2 დაწინაურდა, თუმცა ვიდეო-კადრები აჩვენებს, რომ ამ მომენტში მათ ყინულზე ექვსი მოციგურავე ჰყავდათ, რაც წესების დარღვევაა და ჯარიმით ისჯება. მსაჯთა შეცდომა შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ კანადამ მოგვიანებით ანგარიში გაათანაბრა და ოვერტაიმში მოიგო, რითაც გლობალური სკანდალი თავიდან აირიდა.
ბილი ჰეიენი, მარტონ მონუსი – Imagn Images-ის ფოტოები
ზამთრის ოლიმპიადა გლობალურ საჰოკეო სკანდალს რამდენიმე წუთის მანძილზე იყო დაშორებული. კანადა-ჩეხეთის მეოთხედფინალის მატჩზე მყოფ მსაჯთა ბრიგადას, სულ მცირე ამ კონტექსტში, ალბათ, უხარია, რომ ნიკ სუზუკიმ გამათანაბრებელი გოლი გაიტანა, მიტჩ მარნერმა კი კანადელებს ოვერტაიმში მოაგებინა. ვინაიდან, ყველა მტკიცებულება აჩვენებს, რომ ჩეხეთს ყინულზე ექვსი მოციგურავე ჰყავდა მაშინ, როდესაც მათ მესამე პერიოდში 3-2 დაწინაურების მომტანი გოლი გაიტანეს.
6️⃣ მხოლოდ მე მეჩვენება? თუ ჩეხეთის გუნდს ყინულზე ექვსი მოთამაშე ჰყავდა? [twitter link]
მეტი: ჯეიკ კანტერს გადარჩენის 20%-იანი შანსი ჰქონდა, მაგრამ მან ახლახან ოლიმპიური მედალი მოიპოვა.
თქვენ შეგიძლიათ დაითვალოთ ჩეხეთის ექვსი მოციგურავე (თეთრი მაისურებით) მოპირდაპირე მხარეს შეტევის განვითარებამდე, რამაც ონდრეი პალატის მიერ გატანილ გოლს (რომლითაც ჩეხეთი დაწინაურდა) დასაბამი მისცა. ყველაზე გიჟური ის არის, რომ გოლის აღნიშვნაში ექვსმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა. სტატიის სათავეში მოცემული ფოტოსურათი გოლის გატანისთანავეა გადაღებული. ამ საზეიმო ჩახუტებაში მხოლოდ ყინულზე მყოფი მოთამაშეები მიიღებდნენ მონაწილეობას. აშკარად, ექვსი იყო.
ყინულზე ზედმეტი მოთამაშეების ყოფნა ჯარიმაა. თუ მსაჯები შეამჩნევენ, მაშინვე დააფიქსირებენ. ჩეხეთს არ ექნებოდა შანსი, ფლობდეს შაიბას და შემდეგ გოლი გაიტანოს. ჯარიმა, როგორც წესი, ხაზის შეცვლის დროს ხდება, როდესაც ერთი მოთამაშე ზედმეტად ადრე შემოდის ან მეორე ზედმეტად დიდხანს რჩება ყინულზე. ეს კი, როგორც ჩანს, ისე ბუნებრივად მოხდა, რომ სოციალური მედიის ზოგიერთი გამომძიებლის გარდა, არავის შეუმჩნევია.
მეტი: ძაღლმა სათხილამურო რბოლის ფინიშის ხაზზე ყველას ყურადღება მიიპყრო.
თუ ეს დაგვიანებული ჯარიმა იქნებოდა, რა დროსაც ჩეხეთის მეკარე დამატებითი მოციგურავის შემოსაშვებად გადიოდა, ის არ იქნებოდა მოცემულ სქრინშოტზე. ამ ფოტოზე მეკარის არსებობა შვიდ ჩეხ მოთამაშეს ნიშნავს.
არსებობს რამდენიმე ირონიული ფრაზა მოტყუების შესახებ, რომელიც აქაც გამოდგება (თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩეხეთი განზრახ მოქმედებდა). „ეს მხოლოდ მაშინ არის მოტყუება, თუ დაგიჭერენ“ და „ეს მოტყუება კი არა, სტრატეგიაა“. განზრახვის მიუხედავად, ეს იყო უხეში შეცდომა ყინულზე (მსაჯების მხრიდან). კანადის ჰოკეის სამყარო წარმოუდგენლად აღშფოთდებოდა, თუ ეს მათ ოლიმპიადაზე ადგილის დაკარგვის ფასად დაუჯდებოდათ.
ბილი ჰეიენი არის The Sporting News-ის თავისუფალი მწერალი. ის სირაკიუსის უნივერსიტეტის 2019 წლის კურსდამთავრებულია, რომელსაც The Sporting News-ისთვის მრავალი სპორტისა და ფენტეზი სპორტის შესახებ აქვს დაწერილი. მისი სპორტული რეპორტაჟები ასევე გამოქვეყნებულა არაერთ გაზეთში, მათ შორის Sandusky Register-სა და Rochester Democrat & Chronicle-ში.
წყარო: www.sportingnews.com
გაზიარება