კალათბურთი
25 February
აიზეა სტიუარტს 7, ჯეილენ დიურენს კი 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია – NBA-ს გადაწყვეტილება „პისტონსის“ მოთამაშეებზე
„დეტროიტ პისტონსის“ ფორვარდ აიზეა სტიუარტს NBA-მ „შარლოტ ჰორნეტსთან“ 9 თებერვალს მომხდარი ჩხუბის გამო შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუწესა. ამავე ინციდენტის გამო, მის თანაგუნდელ ჯეილენ დიურენს ორმატჩიანი, ხოლო „ჰორნეტსის“ მოთამაშეებს, მუსა დიაბატესა და მაილს ბრიჯესს, ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციები მიენიჭათ. სტიუარტი დისკვალიფიკაციის განმავლობაში 724 137,93 აშშ დოლარს დაკარგავს, დიურენი კი 89 422,68 აშშ დოლარს.