„ლივერპული“ ნახევარდაცვის გაძლიერებას აჩქარებს: კის სმიტის დევნა და კონკურენცია „რეალთან“
„ლივერპული“ აქტიურად აგრძელებს გუნდის გადახალისებას და ყურადღებას ამჯერად ნახევარდაცვის გაძლიერებაზე ამახვილებს. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჰოლანდიელი ნახევარმცველი კის სმიტია. გავრცელებული ინფორმაციით, „წითლებმა“ ინტერესი დააჩქარეს და ფეხბურთელის გარემოცვასთან მოლაპარაკებებიც დაიწყეს, რათა დაახლოებით 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ ტრანსფერი კონკურენტების, მათ შორის „რეალის“, ჩარევამდე დაასრულონ. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია წარსულში იუდ ბელინგემისა და ორელიენ ჩუამენის ხელიდან გაშვების გამოცდილები