ფეხბურთი
15 February
ანდერლეხტის მწვრთნელის ძიება გრძელდება: ალ-დირაია შროიდერს არ უშვებს
ბელგიური კლუბი ანდერლეხტი მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესში სირთულეებს აწყდება. ჯონ დალ ტომასონისა და პოლ სიმონის უარის შემდეგ, საუდის არაბეთის მეორე დივიზიონის გუნდი „ალ-დირაია“ უარს აცხადებს ალფრედ შროიდერის გაშვებაზე. ამასობაში, გუნდს დროებითი მწვრთნელი ჯერემი ტარაველი წარმატებით ხელმძღვანელობს.