არდონ იაშარი მილანის მატჩის MVP-ია: ფრე „კომოსთან“ და ფეხბურთელის ბრწყინვალე თამაში
„სან სიროზე“ გამართულ დაძაბულ მატჩში „მილანმა“ „კომოსთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის უდავო გმირი არდონ იაშარი იყო, რომლის საგოლე გადაცემითაც რაფაელ ლეაომ 64-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. იაშარი გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.