ედუარდო დომინგესი ესტუდიანტესს ტოვებს და ატლეტიკო მინეიროში გადადის
ედუარდო დომინგესი მოულოდნელად ტოვებს არგენტინული „ესტუდიანტესის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს და ბრაზილიურ „ატლეტიკო მინეიროს“ სათავეში ჩაუდგება. ის ლა პლატას გუნდს პარასკევს, „სარმიენტოს“ წინააღმდეგ მატჩით დაემშვიდობება. „ესტუდიანტესი“ უკვე ახალი მწვრთნელის ძიებაშია, „ატლეტიკო მინეირო“ კი დომინგესის წარდგენას მომავალი კვირის დასაწყისში გეგმავს.