ფეხბურთი
25 February
„ბარსა“ კიდევ ერთ ამომავალ ვარსკვლავს იფორმებს
კატალონიის „ბარსელონა“ აგრძელებს ახალგაზრდა ტალანტების მოძიების აქტიურ სტრატეგიას. გამოცემა Sport-ის ცნობით, „ბარსამ“ გააფორმა 16 წლის ინგლისელი ვინგერი აჯაი ტავარესი, რომელიც „ნორვიჩში“ თამაშობდა. ტრანსფერი ჯერ ფიფას ადმინისტრაციულ დამტკიცებას ელოდება, რაც მისი პორტუგალიური ორმაგი მოქალაქეობის წყალობითაა შესაძლებელი. ტავარესი „ბარსას“ 19-წლამდელთა გუნდს შეუერთდება და მისი გულისთვის „ბლაუგრანამ“ რამდენიმე პრემიერ ლიგის კლუბს აჯობა.