„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ვოლფსბურგი“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოახერხა მეოთხედფინალში გასვლა, დაამარცხა რა მადრიდის „ატლეტიკო“. ორგზის ჩემპიონმა „ვოლფსბურგმა“ ასევე დამაჯერებლად მოიგო „იუვენტუსთან“ სტუმრად და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მანამდე „არსენალმა“ და მადრიდის „რეალმაც“ მოიპოვეს მეოთხედფინალის საგზურები.