სპორტი
16 February
ლა ლიგა: „ბარსელონა“ „ჟირონას“ ესტუმრება - ფლიკის გეგმები და მოსალოდნელი ცვლილებები შემადგენლობაში
ხვალინდელ საღამოს „ესტადი მონტილივიზე“ „ბარსელონა“ „ჟირონას“ დაუპირისპირდება ლა ლიგის მნიშვნელოვან მატჩში. „ატლეტიკოსთან“ განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, კატალონიური გუნდი გამარჯვების მოპოვებასა და რეაბილიტაციას შეეცდება. ჰანსი ფლიკი 4-2-3-1 სქემას აირჩევს და მოსალოდნელია, რომ ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს განახორციელებს, რათა გუნდმა უკეთესი შედეგი აჩვენოს. ლევანდოვსკი შეტევას უხელმძღვანელებს, ნახევარდაცვას კი დე იონგი და ერიკ გარსია გაამაგრებენ.