"ნიუკასლი" შეტევის გაძლიერებას გეგმავს - სამიზნე ომარი ჰაჩინსონია
"ნიუკასლ იუნაიტედი" ზაფხულში შემტევი ხაზის გადახალისებას გეგმავს და "ნოტინგემ ფორესტის" გარემარბს, ომარი ჰაჩინსონს აკვირდება. კლუბს სურს გააძლიეროს შეტევა, განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგი, სადაც ენტონი ელანგამ ვერ გაამართლა მოლოდინი. ჰაჩინსონი, რომელიც გასულ ზაფხულს "ნოტინგემ ფორესტმა" "იფსვიჩიდან" სარეკორდო თანხად შეიძინა, კლუბის პროფილს ესადაგება, თუმცა მისი ფასი მაღალი იქნება. მოლაპარაკებებში უპირატესობა შეიძლება იყოს ის, რომ ჰაჩინსონს იგივე აგენტი ჰყავს, რაც "ნიუკასლის" ნახევარმცველ ბრუნო გიმა