დავიდ ალაბა მადრიდის „რეალს“ დატოვებს – კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებენ
მადრიდის „რეალს“ მორიგი დატვირთული ზაფხული ელის. კლუბს უკვე აქვს კონკრეტული გეგმები როგორც ახალი ფეხბურთელების მოყვანის, ისე გუნდიდან გაშვების კუთხით. უკვე გადაწყვეტილია, რომ დავიდ ალაბა „სამეფო კლუბს“ დატოვებს, რადგან მისი კონტრაქტი ივნისში იწურება და მას ახალ ხელშეკრულებას არ შესთავაზებენ. 2023 წელს ACL-ის მძიმე ტრავმის შემდეგ, ვეტერანმა მცველმა გუნდში ადგილი დაკარგა და „რეალი“ მის შემცვლელს ეძებს.