ფეხბურთი
17 February
გარი კოლდუელი „უიგან ათლეტიკის“ მთავარ მწვრთნელად მეორედ დაინიშნა
43 წლის გარი კოლდუელი „უიგან ათლეტიკის“ მთავარ მწვრთნელად მეორედ დაინიშნა. ის კლუბს უბრუნდება, სადაც ექვსი სეზონი გაატარა ფეხბურთელის რანგში და 2015-2016 წლებში 18 თვის განმავლობაში თავკაცობდა, რა დროსაც გუნდს ლიგა ერთის ჩემპიონობა მოაპოვებინა. კოლდუელი „ექსეტერ სიტის“ ტოვებს, სადაც 2022 წლიდან მუშაობდა. „უიგანი“ ამჟამად ლიგა ერთში რთულ მდგომარეობაშია, 22-ე ადგილზე, ხოლო „ექსეტერმა“ განაცხადა, რომ კომპენსაციაზე შეთანხმება მიღწეულია და მწვრთნელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.