სპორტი
18 February
ფრანჩესკო ტოტი „რომაში“ დაბრუნებაზე: „ვსაუბრობთ დირექტორის როლზე, ვახშამზე ვიყავი გასპერინისთან“
„რომას“ ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი ადასტურებს, რომ კლუბში დირექტორის რანგში დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ყოფილმა კაპიტანმა ასევე განაცხადა, რომ ვახშამზე იმყოფებოდა „ჯალოროსის“ მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან. ტოტიმ „რომას“ მიმართ სიყვარული გამოხატა და აღნიშნა, რომ კლუბის ამჟამინდელი განვითარებით კმაყოფილია. „რომა“ ამჟამად სერია A-ს ცხრილში მეოთხე ადგილზეა.