ფეხბურთი
17 February
გვარდიოლა: დოკუ და სავინიო დაბრუნებასთან ახლოს არიან
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, გუნდის ფეხბურთელების, ჟერემი დოკუსა და სავინიოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. დოკუ ხბოს კუნთის ტრავმას იშუშებს, ხოლო სავინიო ფეხის დაზიანების შემდეგ რეაბილიტაციას გადის. გვარდიოლას თქმით, ორივე ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა.