რაგბი
18 February
ტომ დე გლანვილი „ბათში“ 2028 წლამდე რჩება
„ბათის“ ფულბეკმა ტომ დე გლანვილმა კლუბთან ახალი კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. 26 წლის მოთამაშე კლუბის აღზრდილია და მისი მთელი პროფესიული კარიერა მშობლიურ გუნდს დაუკავშირა. გასულ სეზონში მან გუნდთან ერთად პრემიერშიპი და ევროპის ჩელენჯ თასი მოიგო.