„არსენალი“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ჩელსის“ დაუპირისპირდება
„არსენალის“ ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე „აუდ-ჰევერლე ლევენი“ ორი მატჩის ჯამში 7:1 გაანადგურა (საპასუხო მატჩში 3:1) და მეოთხედფინალში გავიდა. მომდევნო ეტაპზე „მეთოფეები“ თანაქალაქელ და ინგლისის სუპერ ლიგის მეტოქე „ჩელსის“ დაუპირისპირდებიან. „მეადოუ პარკზე“ გამართულ შეხვედრაში ლონდონელთაგან გოლები ალესია რუსომ (დუბლი) და მარიონა კალდენტეიმ გაიტანეს.